Saturday, November 6, 2010

მოდა


პროექტის მიზანი–პროექტის მონაწილეები მოიძიებენ ინფორმაციას მოდისა და ცნობილი დიზაინერების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა–მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციებს ინტერნეტის და ჟურნალების საშუალებით.გერმანელი,ფრანგი,იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი მოდების შესახებ. მოიძიებენ ფოტომასალებს ტანსაცმლის,ფეხსაცმლის,აქსესუარების შესახებ.ელექტრონული ფოსტით და Skype-ს საშუალებით ამყარებენ კონტაქტს სხვა სკოლის თანატოლებთან და სთავაზობენ თავიანთ მიერ მოძიებული მასალების გაცნობას მოდის სამყაროს შესახებ.
მონაწილეთა ასაკი –16–17 წელი
პროექტის ხანგრძლივობა–1თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები:
 ინფორმაციის მოპოვება გერმანული,ფრანგული, იტალიური,ქართული მოდის შესახებ. ცნობილი დიზაინერების და დამწყები დიზაინერების შექმნილი ნიმუშების ფოტომასალების მოძიება და მათზე საკუთარი აზრის გამოხატვა.
მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაცნობა, ანალიზი, პრეზენტაცია.
სარგებელი სხვებისთვის:მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების „მოდის“სამყაროს შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას „მოდის“სამყაროს შესახებ. ხდება მათი გემოვნების დახვეწა და შესაძლებელია მათ თვითონ შექმნან პროდუქტი სხვადასხვა სახის და მოაწყონ მოდების ჩვენება(ფეხსაცმელის,ტანსაცმელის,აქსესუარების)მეგობარი სკოლის მოსწავლეებისთვის.
საგნებთან კავშირი: დაკავშირებულია ხაზვასთან,ხელოვნებასთან.ხდება ისტის გამოყენება.
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ბერბერაშვილი 
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninoberberashvili@gmail.com.